შევარდნაძე არ გამორიცხავს ერაყში საქართველოს საელჩოს გახსნას

(თბილისი, 12 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე არ გამორიცხავს, რომ ერაყში დროებითი მთავრობის შექმნის შემდგომ საქართველომ იქ საკუთარი საელჩო გახსნას.

“ჩვენ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ერაყის შემდგომ მოწყობაში და მჯერა, რომ იქ ჩვენი პირადი წარმომადგენელიც გვეყოლება. მზად ვართ დავეხმაროთ აშშ-ს ერაყის მოწყობის საქმეში, მათი მხარდაჭერა პირადად მე ჯერ კიდევ 3 თებერვალს გამოვხტე”, – განაცხადა დღეს რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა.

მისი ინფორმაციით, ერაყში გასამგზავრებლად მზად არიან სამხედროები და ინჟინრები, რომლებმაც შესაბამისი სასწავლო პროგრამა უკვე გაიარეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version