იწყება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობა

(თბილისი, 23 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს თეთრი წყაროს რაიონსი შედგება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობის დაწყების ოფიციალური ცერემონია.

მოსალოდნელია, რომ ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, ასევე ცერემონიას დაესწრებიან პროექტის მონაწილე სხვა ქვეყნებისა და სპონსორი კომპანიების წარმომადგენლები.

საქართველოს ხელისუფლებამ მილსადენის ქართული მონაკვეტის მშენებლობის დაწყებაზე ოფიციალური ნებართვა გასული წლის დეკემბერში გასცა მილსადენის ეკოლოგიური უსაფრთხოების თაობაზე მწვავე დებატების შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version