(თბილისი, 11 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ცხინვალის რეგიონში განლაგებულ ქართულ სამშვიდობო ბატალიონს ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი 80-მდე ქართველი კომანდოსი შეუერთდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი რამდენიმე დღეში ნიქოზისა და ქურთის ტერიტორიებზე არსებულ ბლოკპოსტებზე განლაგდებიან და ოთხმხრივ სამშვიდობი ჯარის ნაწილებთან ერთად განახორციელებენ პატრულირებას.