(თბილისი, 19 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” დღეს დსთ-ს ქვეყნების რკინიგზის დეპარტამენტამენტების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ასევე მიწვეული არიან 25 სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილება სარკინიგზო მიმოსვლის საკითხები და შემდგომი თანამშრომლობა დსთ-ს ქვეყნებთან. შეხვედრას დაესწრება ტრანსპორტისა და კომუნიკაციის მინისტრი და რკინიგზის დეპარტემანტის ხელმძღვანელობა.
სავარაუდოდ, შეხვედრაზე საქართველო-რუსეთის პრეზიდენტების 7 მარტს სოჭში მიღწეული შეთანხმების სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხიც განიხილება, თუმცა ამას ქართული მხარე არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ამისათვის სპეციალური ჯგუფია შექმნილი და შეხვედრაზე ამის შესახებ საუბარი არ იქნება.