ლეიბორისტულმა პარტიამ ნაციონალების წინადადება არ მიიღო

(თბილისი, 20 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ უარი განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წინადადებაზე ოპოზიციური პარტიების ერთ საარჩევნო ბოლკო გაწევრიანების შესახებ, რათა ამჟამინდელმა ოპოზიციამ მთლიანად შეძლოს საკანონმდებლო ორგანოს გაკონტროლება.

“ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიცია არ არის, ეს პრეზიდენტ შევარდნაძის სატელიტური პარტიაა”, – განაცხადა 19 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

19 თებერვალს ნაციონალურმა მოძრაობამ ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო ბლოკში გაერთიანება შესთავაზა, რომ მიღწეული იქნას “შევარდნაძისა და მისი მთავრობის გადადგომა”.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა კობა დავითაშვილმა 19 თებერვლის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი პარტია საარჩევნო ბლოკის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ლეიბორისტულ პარტიასთან, გაერთიანებულ დემოკრატებთან და “ერთობასთან”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version