რუსეთი ჩეჩენთა დაჯგუფეფების ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეტანას მოითხოვს

(თბილისი, 7 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა 6 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთს სურს, რომ აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანოს ჩეჩენთა შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც ჩეჩნეთსა და პანკისის ხეობაში მოქმედებენ.

“ვიმედოვნებთ, რომ სხვა ქვეყნებიც ასევე მოიქცევიან”, – განუცხადა ივანოვმა ჟურნალისტებს.

გასულ წელს რუსეთის ხელისუფლებამ გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინა დოკუმენტაცია ჩეჩნეთსა და პანკისის ხეობაში მოქმედ შეიარაღებულ და ტერორისტულ დაჯგუფეფებთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version