(თბილისი, 9 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი დამოკიდებულება 2003 წლის ბიუჯეტის პროექტისადმი არ შეიცვლება, თუ მასში ხარჯვითი ნაწილი არ გაიზრდება.
დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა ბიუჯეტის პროექტი არ დაამტკიცა და ხარჯების გაზრდა მოითხოვა.
5 იანვარს პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ “პროექტი არსებულ ვითარებაში ოპტიმალურია”.
სავარაუდოდ, მთავრობამ ბიუჯეტის ახალი პროექტი პარლამენტს 10 იანვარს უნდა წარუდგინოს და მისი განხილვა საგანგებო სესიაზე მოხდება.