(თბილისი, 18 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში, შესაძლოა, შეიარაღებულ დამნაშავეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი რჩებოდეს.
“[პანკისის ხეობაში] დაახლოებით 10-12 კაციანი კრიმინალური დაჯგუფება რჩება” – აღნიშნა შევარდნაძემ.
გასულ კვირას შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ პანკისში 25 აგვისტოს დაწყებული ანტიკრიმინალური ქმედებები ნოემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პანკისში მებრძოლები და დაქირავებულები აღარ არიან.