(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 3 სექტემბერი, 2002) – დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 24-27 სექტემბერს წარსდგება. ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.
პრეზიდენტი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის თაობაზე ანგარიშ ტრადიციულად ყოველი წლის გაზაფხულზე აკეთებს, თუმცა წელს მან ეს მოხსენება გადადო, რამაც ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია.