
ახალი ამბები
აზერბაიჯანიდან საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვა განახლდება
4 მარტს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვდის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ საქართველოში იმ ტვირთების შემოსვლა განახლდება, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო გაჩერებული.
„დღეიდან დაიწყება ხორბლით და სხვა პროდუქტებით დატვირთული ვაგნოების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და დანიშნულების ადგილამდე ჩატანა,“ განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ნოღაიდელმა.
აზერბაიჯანმა საქართველოს მიმართულებით სარკინიგზო ტვირთების შეჩერება შარშან ნოემბრში დაიწყო და ამის მიზეზად აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით, ტვირთების სომხეთში გადატანა დასახელდა.