მთავარი / რესპუბლიკა 100 / ძველი ამბები

ძველი ამბები

1918: ოქტომბრის პრო-რუსული გადატრიალების მცდელობა აფხაზეთში და თბილისის რეაქცია

1918 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში აფხაზეთში გადატრიალების მცდელობა მოხდა, რომელიც ორგანიზებული იყო რუსეთის მოხალისეთა არმიის დახმარებით და მის მიზანს რეგიონის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისაგან გამოყოფა წარმოადგენდა. შეთქმულებას მხარს უჭერდა აფხაზეთის საქმეთა მინისტრი თავადი რობერტ ჩხოტუა, ასევე არაერთი სხვა მემამულე, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ საქართველოს მთავრობის წამოწყებული მიწის რეფორმის შედეგად მამულების მოსალოდნელი დაკარგვის გამო. ჩხოტუა, …

Read More »

1918: ქუთაისელი და თბილისელი ებრაელების დაპირისპირება პარლამენტში წარმომადგენლობისათვის

(გამოქვეყნდა გაზეთ “სახალხო საქმეში”, 11 ოქტომბერი, 1918, N355)   საქართველოს რესუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს აგუდათ ისრაელთა საზოგადოების გამგეობა. ქუთაისი უხსოვარ დროიდან ქართველი ებრაელები სცხოვრობდნენ საქართველოში ქართველ ქრისტიანებთან ძმობასა და მეგობრობაში. ენისა და ზნეჩვეულების ერთობა და სამშობოსადმი სიყვარული არ უშლიდა ორთავეს დაეკავებინათ თავიანთი სჯული და თაყვანი ეცათ თავიანთ წინაპრების სარწმუნოებისათვის. როდესაც ყველა …

Read More »

1918: რესპუბლიკის პრესა ეხმაურება გერმანიაში მიმდინარე მოვლენებს

(საქართველოს რესპუბლიკა, 6 ოქტომბერი, 1918, N59) არაოფიციალური განყოფილება როგორც სამხედრო ფრონტებზე და ხალხთა საერთაშორისო ურთიერთობაში ხდება ერთგვარი ცვლილება, ისე მათი შინაური სახელმწიფოებრივი ცხოვრება განიცდის საგრძნობელს და დამაფიქრებელ რყევას და ქანაობას. კიდევ ერთხელ მტკიცდება რა მჭიდრო და ორგანიული კავშირი არსებობს საგარეო და საშინაო ურთიერთობათა შორის. ამის საუცხოვო მაგალითს წარმოადგენს გერმანიის დღევანდელი …

Read More »

1918: „საქართველოს რესპუბლიკა“ სომხურ პრესას ეხმაურება

(„საქართველოს რესპუბლიკა”, 6 ოქტომბერი, 1918, N59) სომხური პრესა „აშხატოვორი“, დაშნაკცაკანების მარცხენა ფრთის ორგანო, იმის გამო, რომ რუსეთმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, შემდეგსა სწერს: „ხანგრძლივ მოლაპარაკების შემდეგ გერმანიამ აიძულა რუსეთი, რომ იცნოს საქართველოს „დამოუკიდებლობა:. ამნაირად ცენტრალურ სახელმწიფოების ღონისძიებით რესპუბლიკანური, „დემოკრატიული“ საქართველო იმპერიალიზმის „საერთაშორისო“ ოჯახში შედის. როგორც სჩანს, ამიერ-კავკასიის ტრაგედიის შემდეგ დანარჩენი ორი …

Read More »

1918: რუსული გაზეთები საქართველოს შესახებ

(გაზეთი „ერთობა“, 26 სექტემბერი, 1918, N205) საქართველოს გარშემო ბევრს სწერდნენ და კვლავ განაგრძობენ წერას რუსეთის გაზეთებში საქართველოს შესახებ. პრინციპიალური წერილები, თუ უბრალო ცნობის ხასიათის მასალა რუსეთის გაზეთებში, საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული. საქართველოს წინააღმდეგ სწერენ ბალშევიკური გაზეთები, სოციალისტ-რევოლიუციონერების თუ სხვა „სოციალისტების“, კადეტების, შავრაზმელების და სხვათა გაზეთები. ის, რაც კეთდება და იწერება თფილისში …

Read More »

ტყიბულის მუშების გაფიცვა – 1918 წლის სექტემბერი

გაზეთი “ერთობა”, N201, 20 სექტემბერი, 1918 ტყიბულის მუშების გაფიცვა როგორც იტყობინებიან, ტყიბულის ქვანახშირის მაღაროების მუშები კვლავ გაფიცულან და საქათველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისათვის ახალი მოთხოვნები წამოუყენებიათ. ასეთივე გაფიცვა მოახდინეს მათ, თუ არ ვცდებით, ამ ერთი თვის წინათ და მთავრობამ რამდენათაც კი შეეძლო დააკმაყოფილა მათი დროის და გარემოების შეუფერებელი ეკონომიური მოთხოვნები. დღეს …

Read More »

1918: დებატები ეროვნული საბჭოს ეთნიკური უმცირესობებით შევსების შესახებ

1918 წლის აგვისტო-სექტემბერში საქართველოს ეროვნულ საბჭოში იმართებოდა დებატები ეროვნული საბჭოს ეთნიკური უმცირესობებით დაკომპლექტებაზე. 1918 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე, რამდენიმე კვირიანი განხილვების შემდეგ, საბჭომ მიიღო კანონპროექტი, რომლის ძალითაც ქვეყნის ეროვნულ საბჭოში ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები შემდეგი რაოდენობით უნდა შესულიყვნენ: სომხები -10, თათრები (ანუ აზერბაიჯანელები)  -4, აფხაზები – 3, რუსები -2, ქართველი ისრაელელები – 2, ებრაელები …

Read More »

8 სექტემბერი, 1918 – არსდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

(გაზეთი “სახალხო საქმე”, სექტემბრის 10, 1918, N327) კვირას, სექტემბრის 8-ს, ნაშუადღევის 1 საათზე ქალაქის საბჭოს დარბაზი მოხდა საქართველოს წითელ ჯვრის საზოგადოების დამფუძნებელი კრება. კრებას დაესწრო დიდ-ძალი საზოგადოება. იყვნენ მთავრობის დაწესებულებათა წარმომადგენელნი. პოლიტიკური და საზოგადო ორგანიზაციათა წარმომადგენელნი და სხვ. სრულ 1 საათზე კრებაზე მივიდნენ მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია და სამხედრო მინისტრი …

Read More »

1918: “საქართველოს რესპუბლიკა” ოსმალურ იმპერიალიზმს აკრიტიკებს

ამიერკავკასიის სახელმწიფოებს, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, დამოუკიდებლობის გამოცხადება მძიმე პირობებში მოუხდათ. 1918 წლის მარტში საბჭოთა რუსეთმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით ოსმალეთს დაუთმო ბათუმის, არტაანისა და ყარსის ოლქები, რომლებსაც იმხანად სომხები და ქართველები აკონტროლებდნენ. 1918 წლის მაისში, ბათუმში, ამიერკავკასიის ლიდერების ოსმალეთის იმპერიასთან მოლაპარაკებებისას თურქული არმია ლორესა და თბილისისკენ განაგრძობდა სვლას. ამიერკავკასიის ერების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების …

Read More »

1918: დღევანდელი ერობა და მისი სახე

(ერთობა, 30 აგვისტო, 1918) ჩვენი ერობა არ არის დამყარებული არავითარ ცენზზე. მისთვის არ არსებობს არც ქონებრივი, არც წოდებრივი ცენზი. საერობო დროებითი დებულების ძალით განზრახულია ერობის სამი სახე: წვრილი ერთეული, ანუ სასოფლო, სამაზრო და საგუბერნიო ერობა. ჩვენში რომ ნორმალური პირობები იყოს, ჯერ უნდა არჩეულიყო წვრილი ერთეული, შემდეგ სამზრო და საგუბერნიო ერობანი, …

Read More »

1918 ეროვნული საბჭო: კანონპროექტი სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ

(ერთობა, 29 აგვისტო, 1918, N183) ეროვნული საბჭოს სხდომა, 27 აგვისტო: კანონ-პროექტი ქართული უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთების შესახებ. მომხსენებელია ლ. ნათაძე [ლეო იასონის ძე ნათაძე], და ნ. ცინცაძე [ნოე ცინცაძე] ლ. ნათაძე: ქართული უნივერსიტეტი 26 იანვრიდან უკვე მოქმედებს, მხოლოდ ის არის კერძო უნივერსიტეტი, ამიტომ მინისტრი შუამდგომლობს, რომ ეს უნივერსიტეტი ცნობილი იქნას …

Read More »

1918: ლატარია ქართული უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად

(“სახალხო საქმე”, აგვისტოს 28, 1918, N136) საქართველომ დაიწყო თავისი სახელმწიფოებრივი ცხოვრება. სრული იმედი უნდა ვიქონიოთ, მისი მთავრობა ღირსეულად თავს  გაართმევს ათას საჭირბოროტო საკითხს, მაგრამ უმთავრესი მაინც თვით ხალხის დახმარებაა, მისი ნდობა, მის მიერ მხარის დაჭერა. სხვათა შორის, საქართველოს უმთავრესად საზრუნი აქვს მეცნიერება და ხელოვნება ეს ორი ბურჯი, რომელზედაც დაყრდნობილია კულტურულ …

Read More »

ქართველი სოციალ-დემოკრატები: სოციალისტური რევოლუცია აგრარულ ქვეყანაში ვერ მოხდება

იმისადა მიუხედავად, რომ ქართველი მარქსისტი სოციალ-დემოკრატები  გლეხობას, საქართველოს უდიდეს კლასს რევოლუციურ ძალად მოიაზრებდნენ, მათ მიაჩნდათ, რომ ევროპული სოციალიზმის დამნერგავი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსული მუშა უნდა ყოფილიყო და არა – გლეხობა. ბოლშევიკებისაგან განსხვავებით, სოციალ დემოკრატების აზრით, უტოპია იყო შეხედულება, რომ გლეხობას შეეძლო აგრარულ, ჩამორჩენილ ქვეყანაში ნამდვილი სოციალიზმის დამყარება. ჟორდანიას და მის მიმდევარ …

Read More »

1918: საქართველოს ქალაქები

(ერთობა, 27 აგვისტო, 1918) ამიერ-კავკასიის ქალაქთა მუნიციპალური კავშირი განაგრძობს მუშაობას. ამა წლის ივნისში კავშირმა მოიწვია ტეხნიკური თათბირი ქალაქთა წარმომადგენლებისა, რომელმაც დაადგინა რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქებში გაგზავნოს ტეხნიკური ძალები, რომ ადგილობრივათ დაწვრილებით და ყოველმხრივ გაეცნონ ასაშენებელ შენობათა პირობებს. ვინაიდან განცხადებები შემოვიდა: გორის, მიხაილოვო-ხაშურის, სურამის, ჭიათურის, ყვირილის, ქუთაისის, ოზურგეთის, სამტრედიის, ხონის, სენაკის, ლანჩხუთის, …

Read More »

გერმანიის ტყვეობიდან დაბრუნებულ ქართველ ჯარისკაცთა სია

წინა სტატიაში მოგითხრობდით, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ძალისხმევით, ეტაპობრივად ხდებოდა ქართველი სამხედრო ტყვეების დაბრუნება გერმანიიდან. საქართველოს რესპუბლიკის ეს ნომერი ერთ-ერთი ასეთი ნაკადის სიას აქვეყნებს. (საქართველოს რესპუბლიკა, 24 აგვისტო, 1918, N24) გერმანიის ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ ოფიცერთა სია ოფიცრები: 1. გენერლ მაიორი დიმიტრი თოფურია, 2. პოდპალკოვნიკი ორფიმი მიქაბერიძე, კაპიტნები: 3.სტეფანე …

Read More »

1918: ბაქოს ბრძოლა და ბაქოელი ქართველების ბედი

1918 წლისათვის, პირველი მსოფლიო ომის მიწურულს, კავკასიაში განსაკუთრებული ყურადღება ბაქოს საკითხს ენიჭებოდა. ძალადობისა და მომავალი დაპირისპირებების საფუძვლებმა ჯერ კიდევ 1918 წლის მარტში იჩინა თავი, თუმცა პრობლემა განსაკუთრებით გამწვავდა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ბაქო, ნავთობით მდიდარი ქალაქი, სამი მთავარი ეთნიკური ჯგუფის სამშობლო იყო. შედარებით დაწინაურებული და შეძლებული სომხები …

Read More »

1918: ქართველი სამხედრო ტყვეები გერმანიიდან დაბრუნდნენ

პირველ მსოფლიო ომში 20000-მდე ქართველი გაიწვიეს, რომელთა ნაწილიც ტყვედ ჩავარდა. ზუსტი მონაცემები ქართველ ტყვეთა შესახებ უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ცოსენის ტყვეთა ბანაკში 1915 წელს 1600-ზე მეტი ქართველი ტყვე იყო, ხოლო ეგერში – 1000-მდე. ქართველი ტყვეები იმყოფებოდნენ გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის და საფრანგეთის ტერიტორიებზეც კი. დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა და გამოწვევა …

Read More »

1918: სოციალისტ-რევოლუციონერები პარლამენტს აკრიტიკებენ

(“შრომა”, 18 აგვისტო, 1918, N11) პარლამენტის გარშემო (ერთი შეკითხვის გამო) ჩვენმა ხალხმა არც კი იცის რა არის პარლამენტი. აუცილებელი კია, ხალხი იცნობდეს და აფასებდეს პარლამენტს. საჭიროა, რომ ხალხი პარლამენტში ხედავდეს თავის გამოხატულებას. და ეს შესაძლებელია მაშინ, როდესაც პარლამენტში გაჩაღებული იქნება დინჯი კანონმდებლობითი მუშაობა, როდესაც პარლამენტი პასუხს გასცემს ყოველ საჭირბოროტო საკითხს, …

Read More »

1918: რესპუბლიკაში იწყება სასამართლო რეფორმა

(“ერთობა”, 15 აგვისტო, 1918 წ. N172) სასამართლოს რეფორმა მართვა-გამგეობის საფუძველს ადმინისტრაცია და სასამართლო შეადგენს. ადმინისტრაციას სისრულეში მოჰყავს კანონი და უმაღლეს მთავრობის განკარგულებანი. სასამართლო კი თვალყურს ადევნებს კანონის დამრღვევთ და ამ გზით იცავს, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე კერძო მოქალაქეთა ინტერესებს. რუსეთის თვითმპყრობელობამ მრავალ სხვა უწესოებათა შორის მოუწყობელი სასამართლოც გვიანდერძა: მისი მთავარი ნაკლი …

Read More »

1918: ჯარისკაცის წერილი დისციპლინის პრობლემის გამო

(“ერთობა”, 15 აგვისტო, 1918, N172) ჯარისკაცთა წერილები დისციპლინა. რეგულიარული ჯარის შექმნა დღეს მიზანია ჩვენთვის, როგორც საშუალება კი, ამისთვის აუცილებელია ჯარში დისციპლინის შემოღება. დისციპლინა შესაძლებლათ ხდის ჯარის გაწვრთნას, აახლოვებს ჯარისკაცებს ერთმანეთთან და მით ჰქმნის ერთ მთლიან ძალას. რასაკვირველია, მე ფიქრადაც არ მომსვლია ძველი დისციპლინის აღდგენის საჭიროება, მაგრამ მიზნისთვის პატივისცემა და ყოველივე …

Read More »