საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, განაცხადა, რომ მისი აპარატი „ქართული ოცნების“ მიერ 2025 წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
გასული წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ შეკრების თავისუფლების ახალი შეზღუდვები შემოიღო. თავდაპირველად, გზების გადაკეტვისა და ნიღბების ტარებისთვის მაღალი ჯარიმები დააწესა, მოგვიანებით, დეკემბერში კი, შეზღუდვები ფეხით მოსიარულეთა ზონებზეც გაავრცელა.
„სწორედ პროპორციულების და თანაზომადობის პრობლემას ვხედავთ ჩვენ, უალტერნატივოდ პატიმრობის გამოყენება, შემდგომში პირდაპირ სისხლის სამართლებრივი სასჯელის შემოღება“, – განაცხადა იოსელიანმა 24 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. „ამიტომ თვლით, რომ ეს ის ნაწილია, რომელიც უნდა გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში“.
This post is also available in: English
