სები: ნოემბერში 308 მილიონი აშშ დოლარის შესყიდვის შემდეგ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 5.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ 2025 წლის ნოემბერში 308 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა, რის შედეგადაც ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 5.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, სექტემბერში 100 მლნ-ის, ოქტომბერში 167.4 მლნ-ის და ნოემბერში 308.2 მლნ აშშ დოლარის შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-ნოემბერში წმინდა შესყიდვებმა 2.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია“, – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა 25 დეკემბერს.  „შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის“. საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 26 იანვარს გამოაქვეყნებს.

This post is also available in: English

Exit mobile version