ტროტუარზე დგომის გამო რამდენიმე მომიტინგე სასამართლოში დაიბარეს

რამდენიმე მომიტინგემ განაცხადა, რომ ისინი ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლოში დაიბარეს, მიზეზად კი 17 დეკემბერს, ტროტუარზე გამართული აქციის დროს ადამიანების გადაადგილების შეფერხება დასახელდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კანონის შემდგომი გამკაცრების შედეგად, მომიტინგეებს ტროტუარზე დგომას ედავებიან.

მათ ახლა 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო მათი სასამართლო სხდომები 25 და 26 დეკემბერს ჩაინიშნა.

„დაიწყო დაშინებისა და რეპრესიების ახალი ტალღა“, – წერს მომიტინგე ანი ახმეტელი „ფეისბუქზე“ 24 დეკემბერს. „დღეს დამირეკეს საქალაქო სასამართლოდან და მედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევას“.

This post is also available in: English

Exit mobile version