შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ ოპოზიციის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს

ოპოზიციური პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ე.წ. წულუკიანის კომისიის წინაშე გამოუცხადებლობისთვის მისჯილი შვიდთვიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ, 19 დეკემბერს, დილით ადრე გაათავისუფლეს.

მან ციხე დილით ადრე, დაგეგმილ 10 საათამდე, დატოვა.

„ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ“, – განუცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს გათავისუფლების შემდეგ. „როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს გზა. ვერცერთ შემთხვევაში, ეს გზა ვერ იქნება ისეთი რთული, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა, რომელიც აქ ვცხოვრობთ, ერთი საუკუნის წინ, რუსების ხელში“.

ჯაფარიძე, რომელიც 22 მაისს გირაოს გადახდაზე უარის თქმის შემდეგ დააკავეს, რვა ოპოზიციონერს შორის პირველი გახდა, რომელიც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო გაასამართლეს. იგი ასევე პირველია კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დაკავებულ პირებს შორის, ვინც საპატიმრო დატოვა.

This post is also available in: English

Exit mobile version