მიხეილ ყაველაშვილი სერბეთს სტუმრობს

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, 17 დეკემბერს სერბეთში ვიზიტი დაიწყო, რაც ამ თანამდებობის დაკავების შემდეგ, მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია ევროპულ ქვეყანაში.  

ყაველაშვილთან ერთად სერბეთში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მმართველი პარტიის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ასევე საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში, ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს და ეროვნული კრების თავმჯდომარეს ანა ბრნაბიჩს შეხვდა. ყაველაშვილის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, იგი ორმხრივ შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ჯურო მაცუტთან.

This post is also available in: English

Exit mobile version