სადავო პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს სადავო პარლამენტმა 10 დეკემბერს გამართულ სხდომაზე 80 ხმით ცხრის წინააღმდეგ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.

ბიუჯეტის პროექტი „ქართული ოცნებისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარუდგინა.

მისი თქმით, 2026 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-ს შეადგენს. საშუალო ინფლაციის პროგნოზი 2026 წელს 3.3%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%). ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 114.1 მილიარდ ლარის ოდენობით.

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 27.4 მილიარდი ლარის ოდენობით, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მომდევნო წელს 33.5%-მდე შემცირდება. 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად  36.285 მილიარდ ლარს შეადგენს, შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი კი 30.76 მილიარდი ლარის ოდენობით განისაზღვრება, განაცხადა მინისტრმა.

საბიუჯეტო დაფინანსება შემდეგნაირად გადანაწილდა:

This post is also available in: English

Exit mobile version