ოპოზიციური პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარეს, ნიკა მელიას, ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი სასამართლოს უპატივცემულობაში ცნო დამნაშავედ 30 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მან დაძაბული სასამართლო მოსმენის დროს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა.
მელია 30 მაისიდან პატიმრობაში იმყოფება. 27 ივნისს მას, „ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობის გამო, რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას სასჯელაღსრულების დაწესებულება იანვარში უნდა დაეტოვებინა.
This post is also available in: English
