სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის ორწლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 6 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ჟურნალისტსა და ონლაინ გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა.

„პატიმრობა არც ადვილი და მარტივია, მაგრამ არც საშიშია. მე პატიმრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ – დამხვდება ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის იბრძვის, თუ დამხვდება ქვეყანა, რომელიც პროპაგანდამ ეკონომიკურმა გამოწვევებმა … ტანკის გარეშე რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყანა დამხვდება“, – განაცხადა ამაღლობელმა თავის დასკვნით სიტყვაში.

„ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ამ დარბაზშია, ღირსება გადის საქართველოს კონსტიტუციის დაცვაზე. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის, იმიტომ, რომ კონსტიტუციის დაცვის ვალდებულება გვაქვს“, – დასძინა მან.

This post is also available in: English

Exit mobile version