გიორგი გახარია ბერლინის ჰერტის სკოლის მკვლევარი გახდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, რომელსაც „გავრილოვის ღამისა“ და ჩორჩანას საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს და რომელსაც ქვეყანაში 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ბერლინში მდებარე ჰერტის მმართველობის სკოლის მკვლევარი გახდა.

ჰერტის სკოლის ვებგვერდის თანახმად, გახარია „ჰერტის სკოლის“ ჟაკ დელორის ცენტრის მიწვეული მკვლევარია და მისი კვლევა ფოკუსირებულია საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხის შესწავლაზე ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში.  

ამავე ინფორმაციის თანახმად, გახარიას კვლევის მიზანია, კრიტიკულად შეაფასოს საქართველოს ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების შედეგები უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ისტორიული, პოლიტიკური, სოციალური-ეკონომიკური და უსაფრთხოების ასპექტების გათვალისწინებით. „კვლევა იყენებს პრაქტიკულ მეთოდებს, როგორიცაა ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წამყვან გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან სიღრმისეული ინტერვიუები“, – აღნიშნულია „ჰერტის სკოლის“ ვებგვერდზე.

This post is also available in: English

Exit mobile version