კლინიკა„ვივამედში“დაახლოებით სამწლიანი მკურნალობის შემდეგ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ დაახლოებით სამწლიანი მკურნალობის შემდეგ, სადაც იგი 2022 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს, რუსთავის ციხეში დააბრუნეს, განაცხადა საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 12 ნოემბერს.

„ვინაიდან, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში მოულოდნელი დაბრუნების შემდეგ დააკავეს, არაერთი უთანხმოება მოყვა. მისი მდგომარეობა დაპატიმრებიდან მალევე დაწყებული 50-დღიანი შიმშილობის დროს გაუარესდა, რასაც ადგილობრივი და საერთაშორისო აჟიოტაჟის ფონზე, ნოემბერში მისი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა მოყვა.

სააკაშვილი 2021 წლის ბოლოს ციხეში დააბრუნეს, თუმცა 2022 წლის მაისში კვლავ საავადმყოფოში მოათავსეს, ამჯერად კლინიკა „ვივამედში“, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

ყოფილი პრეზიდენტი 12,5 წლიან სასჯელს იხდის ოთხ დამოუკიდებელ  საქმეზე, მათ შორის სამი მის საპრეზიდენტო ვადას, ერთი კი საზღვრის უკანონო გადაკვეთას უკავშირდება.

This post is also available in: English

Exit mobile version