ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ამჟამად ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელმაც ქვეყანა რამდენიმე თვის წინ დატოვა, 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქართველოს პროკურატურამ 2019 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, „გავრილოვის ღამეს“ განხორციელებულ ქმედებებთან და ჩორჩანას საგუშაგოს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მას ბრალი წარუდგინა.
გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ პროკურატურა გახარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ხელისუფლებამ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების გამოძიება ივნისში დაიწყო, ხოლო დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, მომიტინგეების ძალადობრივი დარბევის, ე.წ. „გავრილოვის ღამის“ გამოძიება განაახლა.
This post is also available in: English
