ლელო და ნაციონალური მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან

ოპოზიციურმა პარტიებმა „ლელო“/ძლიერი საქართველომ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადეს, რომ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში ცალ-ცალკე სარჩელებს შეიტანენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ძირითადი ოპოზიციური ძალების, მათ შორის ამ ორი პარტიის კანონით აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.  

„ლელომ“ სარჩელი 27 ოქტომბერს შეიტანა, სადაც ამტკიცებს, რომ კანონი, რომელიც გარკვეული პირებისა და პარტიებისთვის პოლიტიკურ საქმიანობას კრძალავს, საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო კონვენციებს არღვევს.

ნაციონალურმა მოძრაობამ მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ 10 ნოემბერს გამოაცხადა. პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ მართალია ნაციონალური მოძრაობა არ ენდობა „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც „მიტაცებულია“, პარტია მაინც შეიტანს  სარჩელს საერთაშორისო პარტნიორებისა და იურიდიული საზოგადოების მოთხოვნით, რადგან ეს პროცესი გადამწყვეტი იქნება სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოებისთვის.

This post is also available in: English

Exit mobile version