სუპერმარკეტში ძალადობის ბრალდებით მანჩო გიორგობიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ნოემბერს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა (მანჩო) გიორგობიანი სუპერმარკეტის თანამშრომლების წინააღმდეგ ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს, შემდეგ კი ნაცნობს დაუკავშირდა, რის შემდეგაც მამაკაცების ჯგუფი ადგილზე მივიდა, ორი თანამშრომელი გარეთ გაიყვანა და ფიზიკურად გაუსწორდა. დაკავებამდე ერთი დღით ადრე, გიორგობიანი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრს გეკა გელაძეს სიტყვიერად დაემუქრა იმის გამო, რომ პოლიციამ ქუჩაში მისი ოჯახის წევრი გააჩერა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, და 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს, განაცხადა შსს-მ. დანაშაული ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამინისტრომ დასძინა, რომ ინციდენტში მონაწილე კიდევ ექვსი პირია იდენტიფიცირებული.

This post is also available in: English

Exit mobile version