„გზის განმეორებითი გადაკეტვისთვის“ დაკავებულ მომიტინგეს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 31 ოქტომბერს შსს-ს თანამშრომლებმა გზის განმეორებითი გადაკეტვისთვის ზურაბ მენთეშაშვილი დააკავეს. მას ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება ახალი წესების თანახმად, რომლითაც პროტესტთან დაკავშირებული განმეორებითი დანაშაული სისხლის სამართლის წესით ისჯება.

„აღნიშნული პირი, 2025 წლის 24 ოქტომბერს ანალოგიური ქმედებისთვის დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით და სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა“, – განაცხადა შსს-მ 1 ნოემბერს. „შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს“.

This post is also available in: English

Exit mobile version