შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაბათს განაცხადა, რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში 29 პირი დააკავეს რუსთველის გამზირის „უკანონოდ“ გადაკეტვის გამო.
„აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მიერ მათ მიმართ გაკეთებულ არაერთ მოწოდებას, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება და არ გადაეკეტათ გზის სავალი ნაწილი – მცირე რაოდენობის მიუხედავად, დემონსტრანტებმა კვლავ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და ხელოვნურად შეაფერხეს ტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ 1 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს“.
This post is also available in: English
