მმართველი პარტია საპროტესტო აქციებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მორიგ ზომებს აანონსებს

„ქართულმა ოცნებამ“ 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და ოპოზიციური ჯგუფების წინააღმდეგ ახალი ზომების მიღებას გეგმავს,  მათ შორის პროტესტთან დაკავშირებული დანაშაულისთვის სისხლის სამართლის სასჯელების დაწესებას და მკაცრი შეზღუდვების შემოღებას იმ პარტიების წევრებისთვის, რომელთა აკრძალვასაც მმართველი პარტია კონსტიტუციური სარჩელის მეშვეობით ცდილობს.

„ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა.  

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, „კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება“, რაც გულისხმობს შემდეგს:

ამასთან, „კონსტიტუციის დაცვით მოქმედმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ამგვარ პირებთან რაიმე ფორმით პოლიტიკურ-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისგან“. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები არ შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გამოიწვევს სისხლისსამართლებრივი წესით მათ დაჯარიმებას.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რიგი ცვლილებები შევა ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში.

This post is also available in: English

Exit mobile version