ლუკაშენკომ „ქართულ ოცნებას“ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატების თავდაჯერებული გამარჯვება ადასტურებს, რომ ისინი აკმაყოფილებენ პასუხისმგებლობის, სანდოობისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს“, – ნათქვამია ლუკაშენკოს მიერ კობახიძისადმი გაგზავნილ წერილში, რომლის თაობაზეც ბელარუსის საინფორმაციო სააგენტო BelTA იტყობინება 9 ოქტომბერს, პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით. „ეს ასევე მიუთითებს საზოგადოების ფართო მხარდაჭერაზე ქვეყნის სუვერენული განვითარებისა და საზოგადოების კონსოლიდაციისკენ თქვენი კურსის მიმართ“.

იმავე სააგენტოს ცნობით, ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა „მტკიცე ერთგულებას საქართველოსთან მეგობრული და თანამშრომლობითი ურთიერთობების გაღრმავების მიმართ“ და დასძინა: „დარწმუნებული ვარ, რომ არჩეული წარმომადგენლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ბელარუს-საქართველოს რეგიონთაშორისი კავშირების გაფართოებაში და ხელს შეუწყობენ ახალი სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებას“.

This post is also available in: English

Exit mobile version