რადიო თავისუფლების ქართული სამსახური იუწყება, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის მიერ სატელევიზიო ინტერვიუს დროს გაკეთებული განცხადებების გამო პროტესტის ნიშნად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს.
ტალიაშვილის დაბარება უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებს „ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების“ შესახებ.
„ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები უპასუხისმგებლოდ ავრცელებენ მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რამაც გამოიწვია საზოგადოების შევიწროებისა და დაშინების კამპანია, რომელიც მთლიანად ცრუ ინფორმაციაზეა დაფუძნებული“, – წერილობით უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვას საქართველოში აშშ-ის საელჩოს სპიკერმა.
This post is also available in: English