აქციის მონაწილეები ათონელის საპრეზიდენტო სასახლისკენ დაიძრნენ

4 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათიათასობით დემონსტრანტს განუცხადა, რომ ისინი პრეზიდენტის სასახლეს დაიბრუნებენ, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები საპრეზიდენტო სასახლისკენ დაიძრნენ.

მომიტინგეებმა პრეზიდენტის სასახლის ჭიშკარი შეანგრიეს და სასახლის ეზოში შევიდნენ. სპეცრაზმი მათ უკან გასვლას აიძულებს.

პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც მანამდე დეკლარაცია წაიკითხა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ხალხს დაუბრუნდა, ასევე სცადა სასახლეში შესვლა, თუმცა სპეცრაზმმა მას წიწაკის სპრეი შეასხა.

This post is also available in: English

Exit mobile version