ირაკლი კობახიძე კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს, რომელიც 2 ოქტომბერს გაიხსნა. მასთან ერთად დანიაში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

კოპენჰაგენში სამიტის დაწყებამდე დანიის საელჩომ, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადა, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ჩარჩო არ ცვლის ევროკავშირის არსებულ პოზიციებსა და პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა და დანიამ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესების გამო. დანიის საელჩომ ასევე განაცხადა, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანება „არ არის ევროკავშირის ფორმატის შეხვედრა“,  არამედ „პოლიტიკური და სტრატეგიული დიალოგის უფრო ფართო ევროპული ფორუმია“.

This post is also available in: English

Exit mobile version