ოპოზიციური „გირჩი – მეტი თავისუფლების“ აქტივისტი და წევრი გელა ხასაია 29 სექტემბერს გვიან ღამით სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს, რასაც მისი ადვოკატი და მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ მიიჩნევენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 29 წლის ხასაია და კიდევ ერთი პირი, რომელიც „ვ. ჩ.“-ს სახელითაა იდენტიფიცირებული, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ რ.ჩ-ს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია“, – განაცხადა შსს-მ 30 სექტემბერს.
ხასაია თავს უდანაშაულოდ ცნო. მისი მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ მისი დაკავება და სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია. ხასაია აქტიურად მონაწილეობდა პროევროპულ და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქციებში და არაერთხელ იყო დაკავებული ადმინისტრაციული ბრალდებით.
This post is also available in: English