გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის დაბარებიდან მეორე დღეს, 25 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი დაიბარეს. ელჩს და სამინისტროს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
„ჩვენთან პირდაპირ, უხეში ფორმით ხდება არამარტო პოლიტიკაში ჩარევა, არამედ რადიკალიზმისა და პოლარიზაციის წახალისება, რაც არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა“, – განუცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 25 სექტემბერს ჟურნალისტებს ელჩის დაბარების კომენტირებისას.
კობახიძის თქმით, ელჩები „პირდაპირ არიან ჩართულნი დემოკრატიულ პროცესებში, რაც არის დემოკრატიისა და ვენის კონვენციის პრინციპების უხეში ხელყოფა“. მან აღნიშნა, რომ ელჩების დაბარება არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა მათი „დიპლომატიურ ჩარჩოებში“ დასაბრუნებლად.
This post is also available in: English