დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძეს და ლევან ვასაძეს სანქციები დაუწესა

ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს და ულტრაკონსერვატორ პოლიტიკოს ლევან ვასაძეს სანქციები დაუწესა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ „დიდი ბრიტანეთის უახლესი სანქციები მიმართულია საქართველოს მიერ რუსეთის ფარული მხარდამჭერების წინააღმდეგ“. განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები „საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდის ფონზე“ დაწესდა და ეს ნაბიჯი „რუსეთის საერთაშორისო მხარდამჭერთა ქსელზე ზეწოლას აძლიერებს“.

ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ „ქართველი პოლიტიკოსი და მედია მფლობელი ლევან ვასაძე დასანქცირდა საკუთარი პლატფორმებზე პრო-რუსული დეზინფომაციის გავრცელებისთვის. ასევე სანქციების სიაში მოხვდა ბიზნესმენი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთთან და ქართული ოცნების მმართველ შტოსთან“.

This post is also available in: English

Exit mobile version