დაპატიმრებული ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის აზრის თავისუფლებისთვის სახაროვის პრემიის რვა ნომინანტს შორისაა, განუცხადა „სამოქალაქო საქართველოს“ რამდენიმე წყარომ ბრიუსელიდან. ბრიუსელში დაფუძნებულმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის Politico-მ და Euractiv-მა, ასევე გაავრცელეს ეს ინფორმაცია.
ამაღლობელი ევროპარლამენტის სამოცმა წევრმა წარადგინა, თუმცა ორმოციც საკმარისი იყო. აგვისტოში, რადიო თავისუფლების ბრიუსელის კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიაკმა X-ზე დაწერა, რომ ის „სახაროვის წლევანდელი პრემიის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია“.
This post is also available in: English