„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები ქვეყნის მასშტაბით არსებული 64 მუნიციპალიტეტიდან 25-ში უკონკურენტოდ იყრიან კენჭს, ხოლო სამ სხვა მუნიციპალიტეტში მათი ერთადერთი კონკურენტები „საინიციატივო ჯგუფების“ ან მცირე პარტიის მიერ დასახელებული დამოუკიდებელი კანდიდატები იქნებიან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) 9 სექტემბრის მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ძირითადი ოპოზიციონერი კონკურენტების გარეშე სულ 28 მუნიციპალიტეტში რჩება.
4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მთავარი ოპოზიციური ძალებია „ლელო/ძლიერი საქართველო“ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, რომლებმაც, სხვა ძირითადი ოპოზიციური ძალებისგან განსხვავებით, არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს.
This post is also available in: English