შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2 სექტემბერს რუსთველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს 16 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, “თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას”.
დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ედებათ ბრალი, თუმცა ზუსტი მუხლი ჯერჯერობით უცნობია.
მომიტინგეები პარლამენტის შენობასთან იმ დროს შეიკრიბნენ, როდესაც თეა წულუკიანი საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიის მოცულობით ანგარიშს წარადგენდა. დოკუმენტი ყოფილი თანამდებობის პირების სავარაუდო დანაშაულებს ეხებოდა, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. დასკვნები, რომლებიც, სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო საჩივარში იქნება გამოყენებული, მოიცავს სადავო ბრალდებებს, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დადანაშაულება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში.
This post is also available in: English