ლელო/ძლიერმა საქართველომ და გახარიას პარტიამ ირაკლი კუპრაძე თბილისის მერობის ერთობლივ კანდიდატად დაასახელეს

ოპოზიციურმა კოალიციამ „ლელო/ძლიერი საქართველო“ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე თბილისის მერობის ერთობლივ კანდიდატად წარადგინეს.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქმა მიღებული, რაც ორმა ძირითადმა ოპოზიციურმა ძალამ, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ოპონირება გადაწყვიტეს.

თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი კუპრაძის კონკურენტები არიან „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მოქმედი მერი კახა კალაძე, რომელიც მესამე ვადით იყრის კენჭს, და ზურაბ მახარაძე ულტრამემარჯვენე პარტიიდან „კონსერვატორები საქართველოსთვის“ (ალტ-ინფო).

This post is also available in: English

Exit mobile version