აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი გაათავისუფლეს

დეკემბერში დაკავებულ 22 წლის მომიტინგე თევდორე (თედო) აბრამოვს ნარკოტიკებთან დაკავშირებული სერიოზული ბრალდებები მოუხსნეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენი 15 აგვისტოს დილით გამოაცხადა. აბრამოვს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა ბრალი, რაც 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან სამუდამო პატიმრობით ისჯება. იგი თავს უდანაშაულოდ ცნობდა, დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკები მას საპროტესტო აქციების დროს აქტიურობის გამო ჩაუდეს.  

„ისჯებოდე ქვეყანაში, რომელიც ასე ძალიან შეგაყვარეს ბავშვობაში მშობლებმა და ისჯებოდე იმის გამო, რომ შენი ქვეყანა გიყვარს, უბრალოდ სირცხვილია, სხვა არაფერი“, – განაცხადა აბრამოვმა 14 აგვისტოს თავის დასკვნით სიტყვაში. „მე მწამს, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდება“.

აბრამოვი, რომელიც ემიგრაციაში დაიბადა და, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ბებიაზე ზრუნვისთვის ჩამოვიდა, გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს, როდესაც ის ევროკავშირის მხარდამჭერ აქციაზე მიდიოდა. აბრამოვი აცხადებს, რომ დაკავებისას მას არაადამიანურად მოეპყრნენ.

This post is also available in: English

Exit mobile version