უკრაინაში ბრძოლისთვის რუსეთმა ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდა

რუსულმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს და ოპოზიციური პარტიის „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, უკრაინაში რუსეთის ძალების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

ელისაშვილს ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული პირის მონაწილეობას გულისხმობს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

კომიტეტის თქმით, ელისაშვილი 2022 წელს უკრაინაში შეიარაღებულ ფორმირებას შეუერთდა, სამხედრო მომზადება გაიარა, „ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ უმაღლესი სარდლობის ბრძანებებს ასრულებდა და დაქირავებული პირის რანგში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა“.

This post is also available in: English

Exit mobile version