ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენი 6 აგვისტოს გამოცხადდება. 4 აგვისტოს სხდომაზე ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დასკვნითი სიტყვის შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა შემდეგი სხდომა ოთხშაბათს, 14:00 საათზე დანიშნა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სახეში გარტყმის ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება. მას პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
This post is also available in: English