ხელისუფლება ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის ელჩს შორის იჯარის გარიგებას სწავლობს

საქართველოს შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის პიტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას, საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების საქმეს შეისწავლის.

განცხადებას წინ უძღოდა სახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის ელჩი ხაზარაძის ოჯახისგან იჯარით იღებდა საცხოვრებელს, და რომ „უცნობია“, არსებობს თუ არა იჯარის ხელშეკრულება და იხდის თუ არა ხაზარაძის ოჯახი შესაბამის გადასახადებს.

ინფორმაციის კომენტირებისას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ელჩმა „უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავისი თავი და უფრო მეტიც, მან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო საკუთარი სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტრო“.  

ხაზარაძის ოჯახის ადვოკატებმა 2 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს, რომელშიც სახელისუფლებო არხით გავრცელებული „დამახინჯებული ინფორმაცია“ ხაზარაძის ოჯახზე და გერმანიის სახელმწიფოზე „მორიგ პროპაგანდისტულ თავდასხმად“ შეაფასეს.

This post is also available in: English

Exit mobile version