ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 30 ივლისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ივნისში წლიური ინფლაცია 4% იყო და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება. ბანკის ინფორმაციით, ინფლაციის „ზომიერ ზრდას“ ძირითადად სურსათის  ფასების მატება განაპირობებს, რაც გარკვეულწილად საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე არსებული ტენდენციისა და გასული წლის დაბალი ინფლაციის საბაზო ეფექტის ასახვაა.

მისი თქმით, 2025 წელს ინფლაცია დროებით 3%-იანი მაჩვენებლის ზემოთ შენარჩუნდება და საშუალოდ 3.8%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს დასტაბილურდება.  

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 10 სექტემბერს ჩატარდება.

This post is also available in: English

Exit mobile version