ბათუმელ მომიტინგეს ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, კიდევ ოთხს ჯარიმა დაეკისრა

25 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი დამნაშავეებად ცნო 2024 წლის დეკემბერში მომხდარი ჯგუფური ძალადობის საქმეზე და ერთ-ერთ მათგანს, ანრი კაკაბაძეს, ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, დანარჩენებს კი ჯარიმა დააკისრა.

კაკაბაძე, რომელმაც უკვე შვიდი თვე გაატარა წინასწარი პატიმრობის იზოლატორში, სავარაუდოდ, ორ თვეში გათავისუფლდება.

დეკან ჯორბენაძეს 20 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა, რომელიც ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ 18 000 ლარამდე შეუმცირდა. სამ სტუდენტს – გურამ მიქელაძეს, დავით გვიანიძეს და გიორგი დავითაძეს – 17 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ, რომელიც 15 000 ლარამდე შემცირდა.

This post is also available in: English

Exit mobile version