გავრცელებული ინფორმაციით, 80-დან 90-მდე უკრაინელია ჩარჩენილი საქართველო-რუსეთის სატრანზიტო ზონაში ცუდ პირობებში, რადგან თბილისმა მათ „კრიმინალური წარსულის“ მოტივით შემოსვლაზე უარი უთხრა. ამასთან. კიევი აცხადებს, რომ გამოსავალს ეძებს და რუსეთს „დეპორტაციების იარაღად გამოყენებაში“ ადანაშაულებს.
რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია რუსეთიდან დეპორტირებული ათობით უკრაინელის შესახებ, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის, დარიალის ხეობაში, „ნეიტრალურ ზონაში“ არიან ჩარჩენილები. დეპორტირებულები აცხადებენ, რომ ისინი საშინელ პირობებში იმყოფებიან, და უფანჯრო ოთახებისა და საწოლების არასაკმარისი რაოდენობის შესახებ იტყობინებიან.
20 ივლისის განცხადებაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“ უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის მიზეზად მათი „კრიმინალური წარსული“ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ მათი სამშობლოში დაბრუნების მიზნით კონსულტაციები მიმდინარეობს.
This post is also available in: English