ჩინეთის საგადახდო სისტემის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ, ეროვნული ბანკი SWIFT-ის ალტერნატივის ძებნას უარყოფს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უარყო ბრალდებები, რომ ის SWIFT-ის გლობალური საგადახდო ქსელის ჩანაცვლებას ცდილობს. ბრალდებებს წინ უძღოდა ბანკის პრეზიდენტის შეხვედრა ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის (CIPS) პრეზიდენტთან.

18 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ეროვნულმა ბანკმა ამ ბრალდებებს „სრული დეზინფორმაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ „CIPS-ი  ძირითადად ჩინური იუანით გადარიცხვებზეა ორიენტირებული, ხოლო SWIFT-ი  მრავალ ვალუტას მოიცავს“. „CIPS-ს განვიხილავთ მხოლოდ როგორც გადახდების დამატებით საშუალებას, რეგიონალური დივერსიფიკაციის მექანიზმს და არა – SWIFT-ის  ჩამნაცვლებელ სისტემას“, – განაცხადა ბანკმა.

განცხადებას წინ უძღოდა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის კრიტიკა, რომელმაც განაცხადა, რომ შეხვედრა იმის მაუწყებელია, რომ საქართველო აღრმავებს ურთიერთობებს რუსეთთან და ჩინეთთან არა მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ ფინანსურ სფეროებშიც.

This post is also available in: English

Exit mobile version