კობახიძე აცხადებს, რომ უვიზო მიმოსვლა „არ არის ეგზისტენციალური საკითხი“

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა „არ არის ეგზისტენციალური საკითხი“ და რომ საქართველო პრიორიტეტს „მშვიდობასა და სტაბილურობას“ ანიჭებს.

„თუ ასე დადგება საკითხი ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობასა და სტაბილურობას“, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს 17 ივლისს ევროკომისიის წერილის კომენტირებისას, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების თაობაზე გააფრთხილა.

„ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ვიზა, რათა საქართველოდან გაემგზავროს ევროპაში“, – განაცხადა მან. „რაც შეეხება დანარჩენს, მშვიდობა, სტაბილურობა, ოჯახური ღირებულებები, ეს არის ეგზისტენციური საკითხები. ევროპაში წახვალ ვიზით, თუ უვიზოდ, ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი“.

This post is also available in: English

Exit mobile version