ბრიტანელი მინისტრი: კვლავ ყურადღებით განვიხილავთ საქართველოში გაუარესებულ სიტუაციას

დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუთიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო აგრძელებს „საქართველოში გაუარესებული სიტუაციის ყურადღებით განხილვას“.

ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებასთან დაკავშირებით დაუთიმ განაცხადა, რომ ის „სერიოზულად შეშფოთებულია“, მათი განაჩენი „აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაბლოკვას მომავალ არჩევნებზე“.

This post is also available in: English

Exit mobile version