8 ივლისის საღამოს, პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წევრები, თბილისში ნარკოტესტირებისთვის დააკავა.
ტესტირებაზე წაყვანილთა შორის იყო აქტივისტი ბექა პაპაშვილი, რომელიც პოლიციამ მისი შეყვარებულის საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან გააჩერა და უთხრა, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იგი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. პაპაშვილი დაახლოებით სამი საათის შემდეგ გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.
დაახლოებით იმავე დროს, ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ პოლიციამ პარტიის სამ წევრს – ოტო ფარულავას, ლევან ჯორბენაძესა და ბექა ბერიძიშვილს ნარკოტესტის ჩაბარება მოსთხოვა.
მეორე დილით ოტო ფარულავამ დაწერა, რომ მათ პოლიციის მოთხოვნაზე უარი განაცხადეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ოთხი საათის ვადა მისცეს ტესტირების დამოუკიდებლად ჩასატარებლა, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს.
ნარკოლოგიური ტესტის დადებითმა პასუხმა ან მასზე უარის თქმამ შეიძლება გამოიწვიოს ადმინისტრაციული პატიმრობა ან 2 000 ლარამდე ჯარიმა.
This post is also available in: English