ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი აეროპორტში „ცეცხლსასროლი იარაღის“ ტარების ბრალდებით დააკავეს

გიორგი რამიშვილი, ცნობილი ქართველი ბიზნესმენი და Silk Road Group-ის დამფუძნებელი, 6 ივლისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, მისი ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი რამიშვილის სახელზე იყო რეგისტრირებული, თუმცა მას ტარების უფლება არ ჰქონდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარებას და გადაზიდვას ეხება და ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

This post is also available in: English

Exit mobile version